შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 პირი ამხილა, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.
აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.
ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.
მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში
შეტყობინების ინიციატორი იყო:
✅62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)
✅32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი;
✅4 შემთხვევაში - მეზობელი;
✅3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი;
✅2 შემთხვევაში - ნათესავი;
✅2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
✅2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური;
✅1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია;
✅1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური;
✅1 შემთხვევაში - სხვა პირი.
შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით
უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
ბოლო 5 თვეში არასრულწლოვან შვილებზე ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
13 ივნისი, 2019
11:16
კომენტარები
ამავე რუბრიკაში
27
სექტემბერი
27
სექტემბერი
ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08
სექტემბერი
08
სექტემბერი
„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...
13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06
სექტემბერი
06
სექტემბერი
ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...
ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
27
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი I ...
13
თებერვალი
რუსეთის საბედისწერო პარადიგმა
ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი
ნაწილი ...
02
აგვისტო
კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყვიტოთ თვითგანადგურებ ...
„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ...
^