Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა ბექაური სიძულვილის ენის კანონით დარეგულირებას მოითხოვს

13 ივნისი, 2019 17:20

„სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან რეგულირების საკითხში უნდა გადავიდეს. ევროპაში ეს ნორმა, სიძულვილის ენა, რეგულირდება", - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური. 

ბექაური განმარტავს, იმ პროექტს,  რომლის შესახებაც მან პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„თუ პირის მიმართ სიძულვილის ენა იყო გამოყენებული ანუ დაირღვა კანონი, პროექტის თანახმად, საკითხი, რა თქმა უნდა, რჩება თვითრეგულირებაში. ამას ჯერ განიხილავს თვითონ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმები და თუ მისი გადაწყვეტილებით,დაინტერესებული პირი (ვის მიმართაც იყო სიძულვილის ენა გამოყენებული), უკმაყოფილო დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გასაჩივრების საშუალება ან კომისიაში ან სასამართლოში", - აცხადებს კახა ბექაური. 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს ეფექტურობას გაზრდის. მიუხედავად ევროპელი ექსპერტების კონკრეტული რეკომენდაციისა, რომ სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა მთლიანად გადასულიყო თვითრეგულირებიდან რეგულირებაში, კომისიამ ევროკომისიას წინადადებით იმართა , რომ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერების მიზნით, პირველ ეტაპზე კვლავ მაუწყებლებში ყოფილიყო შესაძლებელი აღნიშნული საკითხების დარღვევის განხილვა. ევროპელი ექსპერტების კომუნიკაციების კომისიას შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდნენ, რაც მაუწყებლების თვითრეგულირებას უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის.

„ეს იყო საკითხი, რომელიც ცხარე დისკუსიის საგნად იქცა. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დაეთანხმნენ, გამოინახა ძალიან კარგი კომპრომისი, ისე რომ ვალდებულებაც შეგვესრულებინა და თან აღნიშნული საკითხი რეგულირებაში მოგვექცია. საქმე ეხებოდა იმას, რომ გაგვეზარდა თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობა, ამ საკითხთან მიმართებაში, დაინტერესებული პირი, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნებოდა სიძულვილის ენა, ანუ დაირღვა კანონი, პროექტი ეხლა ითვალისწინებს იმას, რომ რა თქმა უნდა ეს საკითხი რჩება თვითრეგულირებაში, რასაც ჯერ განიხილავს მაუწყებელის თვითრეგულირების ორგანო და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება ეძლევა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიაში, ან სასამართლოში. დღევანდელი კანონის მოქმედი ნორმის მიხედვით, სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვანთა მანვე ზეგავლენა, საჩივრდება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, ანუ სადაც დაირღვა აღნიშნული ნორმა. დამრღვევს გამოაქვს გადაწყვეტილება თავად დააშავა თუ არა და შემდგომ კანონის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არსად არ არსებობს", - აცხადებს კახა ბექაური.

კახა ბექაურის განცხადებით, აღნიშნულ კანონში ცვლილებებზეა დამოკიდებული „შემოქმედებითი ევროპის“ მილიარდ ნახევრიან საგრანტო კონკურსში საქართველოს მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსის 10 კომპონენტში საქართველოს კულტურისა და აუდიო-ვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ჩაკეტილია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის და ამ კუთხით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე მიბმულია საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება, აუდიო ვიზუალური პროდუქციის შექმნის და წარმოების ბაზრის განვითარებისთვის, ისეთი ორგანიზაციიდან, როგორიც არის „შემოქმედებითი ევროპა“. ფონდი დღეს უკვე არის მილიარდ ნახევრიანი გრანტი და საქართველოდან დაინტერესებული პირები ამ პროექტებში ვერ იღებენ მონაწილეობას, რადგან ქართველი მონაწილეებისთვის მონაწილეობის მისაღებად აღნიშნული ვალდებულების შესრულება სჭირდება", - აცხადებს კახა ბექაური.

ბექაურის ინიციატივას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით, გადაწყვეტილებები დროულად არის მისაღები.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანაა, მოიძებნოს საუკეთესო ბალანსი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის საკითხი, რომელიც შესწავლას და კონსულტაციებს საჭიროებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანაა, მოიძებნოს საუკეთესო ბალანსი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის საკითხი, რომელიც შესწავლას და კონსულტაციებს საჭიროებს.

„სიძულვილის ენაც არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამოცანა ზუსტად ის არის, რომ მოვძებნოთ საუკეთესო ბალანსი ადამიანის სურვილს შორის, რომ სიძულვილით ილაპარაკოს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, საზოგადოებაში. როცა ვსაუბრობთ, იგივე, პოლიტიკურ კულტურაზე, ვიდრე იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი მედიაში სიძულვილის ენა ან პოლიტიკაში სიძულვილის ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას, კონსულტაციებს და რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს კიდეც. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული”, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^