დღეს, 19:00 საათზე, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა დაიცვან.
აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა გურამ ფალავანდიშვილი, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები. ფალავანდიშვილის განცხადებით, ის პრაიდის აქტივისტების აქციის ჩაშლას გეგმავს.
კანცელარიის წინ მობილიზებულია პოლიციაც.
პრაიდის ორგანიზატორების თქმით, ისინი აქციის გამართვას აპირებენ და კანცელარიასთან დარჩებიან, მანამდე, სანამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს „თბილისი პრაიდის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან დღეს აქციის გამართვას გეგმავენ