„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ჰომოფობიური ჯგუფების გამო მათ ვერ შეძლეს კანცელარიის შენობის წინ მისვლა. პოლიციის კორდონია კონტრაქციის მონაწილეებსა და აქტივისტებს შორის.
აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი კანცელარიასთან დარჩებიან, მანამდე, სანამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს „თბილისი პრაიდის" გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენ გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ 19:00 საათზე.