Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არცერთი მხრიდან

15 ივნისი, 2019 15:23

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ აქციასა და იქვე შეკრებილ ჰომოფობიურ კონტრაქციას გამოეხმაურა. ზურაბიშვილის თქმით, ის „ყველას პრეზიდენტია“, თუმცა არცერთი მხრისგან არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას და, მისი აზრით, არ გვჭირდება „დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები“.

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე ვთვლი, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არცერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა თავისი დაპირისპირებებიც, რაც სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე აქვს. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

გუშინ 19:00 საათზე კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან გურამ ფალავანდიშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები აქციის ჩასაშლელად შეიკრიბნენ.

„პრაიდის“ აქტივისტებს კანცელარიასთან მისვლის საშუალება არ მიეცათ და აქციის გამართვა კიბეებზე დაიწყეს. კონტრაქციის მონაწილეები მათ ჰომოფობიური შეძახილებით შეხვდნენ. აქციასა და კონტრაქციას შორის სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს.

მოგვიანებით კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილმა რამდენჯერმე სცადა პოლიციის კორდონის გარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ კონტრაქციის 28 მონაწილე დააკავეს.

კანცელარიასთან გამართული კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულად მიმართავდნენ ჟურნალისტებსაც. კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა და პოლიციელების კორდონთან დააგდო.

კონტრაქციის მონაწილეები „ლიბერალის“ ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ, ცდილობდნენ გადაღებაში ხელი შეეშალათ და მოითხოვნდნენ განმარტებას, რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან. 

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ხელით შეეხო. ხოლო რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ის ჰომოფობიური ჯგუფის წევრებს „აღიზიანებდა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^