Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს, რომ ძალადობის წახალისება დაუშვებელია - ომბუდსმენი

15 ივნისი, 2019 15:32

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეებმა არაერთი სამართალდარღვევა ჩაიდინეს, იყო ძალადობრივი ინციდენტები და მოწოდებები.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჭიროა მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდეს, რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა და მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია.

„მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.

კერძოდ, ადგილი ჰქონდა:

  • ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას;
  • ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ;
  • სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით.

მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია.

ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^