Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17 ივნისი, 2019 11:26

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურად განწყობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ გამოძიება დაიწყო. 

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო 
სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი 
ხელმძღვანელობა, მასში გაწევრება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.

ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე 
სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა 
დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ 
დაუმორჩილებლობისა და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება 
შესაბამისი რეაგირება.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და 
მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი 
შეფასება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ლევან ვასაძე იმუქრება, რომ „თბილისი პრაიდისა" და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“, „სახალხო რაზმებს“ შექმნის, რომლებიც, ერთი კვირის განმავლობაში თბილისში პატრულირებას მოახდენენ. 

ვასაძის თქმით, „სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და აწყობილი".

„გვეყოლება ათეულები ათისთავებით, რაც შეიკვრება ასეულად და ეყოლება ასისთავი, რაც შეკრებს ათასეულს და იქნება ლეგიონი”, – ამის შესახებ ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. 

ლევან ვასაძე აზუსტებს, რომ „რაზმები" შეიარაღებული არ იქნება, მაგრამ გაარღვევენ ნებისმიერ კორდონს, რომელსაც პოლიცია დააყენებს.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს ლევან ვასაძის მუქარაზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^