Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე ლგბტქ თემის პრობლემებზე: ეს საკითხი საქართველოს ხელოვნურად აქვს თავს მოხვეული

17 ივნისი, 2019 14:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები, მათ შორის ლგბტქ თემის გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ეს პრობლემა თავს მოხვეულია. ემსახურება აგრესიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს და მთელი საზოგადოება პირველ რიგში ოკუპაციისა და სიღარიბის გადაჭრაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„როგორც რიგითმა მოქალაქემ მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება. მე ვფიქრობ, ეს საკითხი ხელოვნურად მოხვეულია ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური.

ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება საქართველოში, თავს მოხვევა. რადგან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ.

პრობლემები და გამოწვევები, რაც არის საქართველოში, ეს პირველ რიგში, არის ოკუპაცია და სიღარიბე. ჯობია მთელი საზოგადოება ამ პრობლემების და მტკივნეული გამოწვევების გადაჭრაზე იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

14 ივნისს ჰომოფობიურმა ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ მიერ სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის ჩაშლა სცადეს.

„პრაიდის“ ორგანიზატორებს კონტრაქციის გამო მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის საშუალება არ მიეცათ და აქციის ჩატარება კანცელარიის კიბეებზე მოუწიათ. კონტრაქციის მონაწილეები მათ ჰომოფობიური შეძახილებით შეხვდნენ და ემუქრებოდნენ.

„თბილისი პრაიდის“ აქტივისტები 14 ივნისს 19:00 საათზე კანცელარიასთან აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან გურამ ფალავანდიშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები აქციის ჩასაშლელად შეიკრიბნენ. აქციასა და კონტრაქციას შორის სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს.

მოგვიანებით კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილმა რამდენჯერმე სცადა პოლიციის კორდონის გარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ კონტრაქციის 28 მონაწილე დააკავეს.

კანცელარიასთან გამართული კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულად მიმართავდნენ ჟურნალისტებსაც. კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა და პოლიციელების კორდონთან დააგდო.

კონტრაქციის მონაწილეები „ლიბერალის“ ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ, ცდილობდნენ გადაღებაში ხელი შეეშალათ და მოითხოვნდნენ განმარტებას, რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან. 

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ხელით შეეხო. ხოლო რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ის ჰომოფობიური ჯგუფის წევრებს „აღიზიანებდა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^