ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ დღეს პრემიერი ახალ მინისტრს წარადგენს. სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.
როგორც სერგეენკო ამბობს, თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები პრემიერთან დიდი ხანია მიმდინარეობს.
„რუსთავი 2-ის" ცნობით, კითხვაზე - მიდის თუ უშვებენ თანამდებობიდან, სერგეენკო არ პასუხობს.
ასევე არ აკონკრეტებს დაიკავებს თუ არა სხვა თანამდებობას, თუმცა ამბობს, რომ რჩება გუნდში.