UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფრანგეთის პოლიციამ დააკავა და გამოკითხვაზე გადაიყვანა. BBC-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წელს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს. პოლიციელები ყატარისთვის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიცემაში კორუფციისა და ქრთამის აღების კვალს ეძებენ.
63 წლის ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი 2015 წლამდე იყო, სანამ ეთიკის დარღვევისთვის გადადგებოდა.