პრემიერ მამუკა ბახტაძის თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე იქნება. მისი თქმით, ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო მისი მრჩეველი გახდება. ეკა ტიკარაძე მანამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორად მუშაობდა.
„ქალბატონი ეკა, არის ძალიან გამოცდილი ამ სფეროში, მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა. აქვს მენეჯერული თვისებები. მე დათოსთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები და ბუნებრივია, ჩემთვის დათოს რეკომენდაცია მნიშვნელოვანი იყო. ეს დავალებები, რეფორმები, რომლებიც ექნება ქალბატონი ეკას განსავითარებელია, არის საკმაოდ რთული“, - განაცხადა პრემიერმა.
დავით სერგეენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.