ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მათივე ცნობით, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.