შვეიცარიაში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „საბურთალოს“ მეტოქის ვინაობა გაირკვა.
„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის ბრძოლას მოლდავურ გუნდთან „შერიფთან“ დაპირისპირებით დაიწყებს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9-10 ივლისს, ხოლო საპასუხო 16-17 ივლისს გაიმართება.
„საბურთალომ“ 2018 წელს საქართველოს ეროვნული ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. მოქმედმა ჩემპიონმა სეზონის ბოლოსთვის „თბილისის დინამოს“ 10 ქულით გაუსწრო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ადგილიც მოიპოვა.