Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

11 ივნისიდან 19 ივნისამდე მოსამართლეობის არც ერთ კანდიდატს არ გამოუთქვამს შენიშვნა ხელოვნური ინტელექტის მიერ განხორციელებულ სიღრმისეულ ანალიზის შედეგების შესახებ

19 ივნისი, 2019 15:13

პროფესორმა გიორგი თუმანიშვილმა მიმდინარე წლის 11 ივნისს წარუდგინა და საჯარო გახადა ხელოვნური ინტელექტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ დამუშავებული მონაცემები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე ასევე ხელმისაწვდომია ინფორმაცია თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიის შესახებ.

ხელოვნური ინტელექტის მიერ სიღრმისეული ანალიზის შედეგად მიღებული შეფასება მოსამართლეობის არც  ერთ კანდიდატს, არც არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციებს არ გაუხდიათ სადავო. დამუშავებულ მონაცემებში, რომელიც ხელმისაწვდომია აქ.

11 ივნისიდან - 19 ივნისის მონაკვეთში არც ერთი, თუნდაც ტექნიკური ხასიათის ცვლილება არ განხორციელებულა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ, კანონისმიერ კრიტერიუმებზე დაფუძნებულმა სიღრმისეულმა ანალიზმა გაიარა თავისი ტესტი.

როგორც პროფესორი თუმანიშვილი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ე.წ. მოკლე სიაში შეიყვანს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებული მონაცემების სიის ბოლოში არიან, ჩვენ საქმე გვექნება კანდიდატთა ე.წ. პირად და სუბიექტურ შეფასებასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, რაც პარტიული კუთვნილების ლოიალობად უნდა იყოს აღქმული და მიმართულია კონკრეტული პირების ლობირებაზე (20 კაციან სიაში მოხვედრის ჩათვლით). ასევე ანალოგიური ვითარება იქნება იმ შემთხვევაში თუ საბჭო პარლამენტს არ წარუდგენს იმ საუკეთესო 10 კანდიდატს, რომელიც ობიექტური და კანონისმიერი, ამავდროულად გაზომვადი კრიტერიუმებით იქნა შერჩეული ხელოვნური ინტელექტის მიერ.

ამ შემთხვევაში, უგულვებელყოფილი იქნება ძირითადი, შეჯიბრებითობის პრინციპი და წარსული აქტივობა. ხოლო მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევას საბჭო განახორციელებს, პირად, პარტიული კუთვნილების მიმართ ლოიალურობაზე დაფუძნებით, რაც დამოუკიდებელი სასამართლოს მრავალი წლით დასამარების ტოლფასია - წერს თუმანიშვილი

დღეს პროფესორმა თუმანიშვილმა ასევე გაავრცელა ინგლისურენოვანი მიმართვა რომლის ადრესატებიც არიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები. მიმართვით მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რომ თვალი ადევნონ მიმდინარე პროცესებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^