საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვი უძღვება.
„მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს, საქართველოს პარლამენტს და კომიტეტის თავმჯდომარეს ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი სხდომა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობას“, - განაცხადა გავრილოვმა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.
აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს.
ვიდეო: „მაესტრო"
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.