რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეას შესახებ facabook-ზე წერს..
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს.
რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია ! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“-დაწერა პრეზიდენტმა.
_____________
დღეს „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. ისინი აცხადებენ, რომ აღარ შემოუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას პრეზიდენტის რანგში უძღვებოდა. სხდომა გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა. დეპუტატები აცხადებენ, რომ რომ ის რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, არის სირცხვილი.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული და სხდომის განახლება სწორედ ამ ინიცდენტის გამო ვერ ხერხდება.