საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა.
„ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!
სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე", - ამბობს მამუკა ბახტაძე.
რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვი თბილისში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას პრეზიდენტის რანგში უძღვებოდა. გუშინ სხდომა გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა.