„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეების სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მიტინგი არის პოლიტიკური. მან სამი თანამდებობის პირის გადადგომა მოითხოვა.
„ხელისუფლებას ერთ საათს ვაძლევთ დროს: გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის ხელმძღვანელი ვბახტანგ გომელაური", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პარლამენტთან მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ. ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.