Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ კობახიძე, გახარია და გომელაური არ გადადგებიან, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას დავიწყებთ - უგულავა

20 ივნისი, 2019 21:09

რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თათბირი დაასრულეს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ განაცხადა, რომ თუკი პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი - გიორგი გახარია და სუს-ის ხელმძღვანელი - ვახტანგ გომელაური თანამდებობებს არ დატოვებენ, დაიწყება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და ასე მიაღწევენ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს.

„თქვენ აქ არცერთ პარტიას არ მოუყვანიხართ, აქ მოგიყვანათ საკუთარმა ღირსებამ. მათი მხრიდან არის კვლავ სიჩუმე, რადგან მათ სათქმელი არაფერი აქვთ. საქართველოში ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები ხდება არჩევნებით, ან შეასრულებთ ამ მოთხოვნებს, ან მიიღებთ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს. დაიწყება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“, - განაცხადა გიგი უგულავამ. 

პარლამენტთან მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ. ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^