Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე გადადგომის მოთხოვნაზე: ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ

20 ივნისი, 2019 21:25

ირაკლი კობახიძე „იმედის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში რაც მოხდა, მიკრომენეჯმენტის ხარვეზია. პარლამენტის თავმჯდომარემ მყისიერი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, ოპოზიციასა და საზოგადოებას. 

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას მისი გადადგომის მოთხოვნის შესახებ ასე უპასუხა:

„ამ გაგრძელებას ვერ ექნება ცალსახა შეფასება, უნდა გავიდეს გარკვეული დრო და მერე შეფასდეს. მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ მათ მოთხოვნაზე“, - განაცხადა კობახიძემ. 

პარლამენტთან მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებენ. ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აანონსებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^