ზაქარია ქუცნაშვილმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სიმბოლური საჩუქრის გადაცემა პროტოკოლური წესია. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ყველა მხრიდან თავს ესხმიან, მშვიდად არის, რადგან „როცა მართალი ხარ, არავისი არ გეშინია“.
„საერთაშორისო ორგანიზაციების პროტოკოლური წესია, რომ ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცენ, ამ შემთხვევაში ხატი მაჩუქეს და თუ ხატის ჩუქება ცოდვა და დანაშაულია, ვაღიარო ეს დანაშაული? ეს ჩვეულებრივი ამბავია. სიმბოლურად მაჩუქეს ხატი - ამაში რა არის ანტიქრიტიანული ან ანტიქართული გამაგებინეთ. დღეს ყველა მე მიტევდა, მაგრამ მე იცით მშვიდად რატომ ვიყავი? იმიტომ, რომ როცა მართალი ხარ არავისი არ გეშინია“, - განაცხადა ქუცნაშვილმა