
პარლამენტის შენობასთან კვლავ დაძაბული სიტუაციაა. აქციის მონაწილეები ცდილობენ პარლამენტის ეზოში შესვლას.
როგორც ცნობილია, აქციის რამდენიმე მონაწილე და სპეცრაზმელი დაშავდა.
ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შს მინისტრი გიორგი გახარია. ოპოზიციის წევრები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.