
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მხარეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში.
„თვალ-ყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.
კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი.
მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.