ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ერთი საათის წინანდელი მონაცემებით, ჯამში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 55 ადამიანი დაშავდა. აქედან 17 სამოქალაქო პირს აღენიშნება სხეულის საშუალო და მსუბუქი დაზიანებები, ასევე დაშავებულია 38 სამართალდამცველი, აქედან საჭირო გახდა 4 მათგანის ჰოსპიტალიზაცია.
დაშავებულებს შორის არიან Civil.ge-ის, on.ge-ის, „რუსთავი 2-ისა“ და „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტები.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულთა ამჟამინდელ სტატისტიკას აჯამებენ და გამოაქვეყნებენ.
ფოტო: გურამ მურადოვის Facebook-დან