ინგოროყვას კლინიკაში 48 ადამიანია გადაყვანილი, 12 კი უკვე გაწერილია. ამის შესახებ „ლიბერალს“ ინგოროყვას კლინიკიში განუცხადეს.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დარბევა გრძელდება უკვე რამდენიმე საათია. არიან დაშავებულები, მათ შორის ჟურნალისტები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მოქალაქემ სპეცრაზმის მიერ დამიზნებით რეზინის ტყვიის სროლის შედეგად თვალი დაკარგა.
ბოლო ინფომრაციით, ოპოზიცია ერთ-ერთი პარტიის ოფისში იკრიბება სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად.