Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე - „რესპუბლიკელები"

21 ივნისი, 2019 13:06

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს "ქართული ოცნების" მთავრობას და პირადად მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა, არ აპატია და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევით შეეცადა სამოქალაქო საზოგადოების დასჯას, რომელმაც დაიცვა საკუთარი ეროვნული ღირსება და ხელი შეუშალა რუსეთის დუმის მიერ ორგანიზებულ ე.წ. "მართლმადიდებლურ საპარლამენტო ანსამბლეას" დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომლებმაც დაუყონებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები.

სახეზეა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლების ხელში სახელმწიფოს ეროზია, ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურის გაფორმების მცდელობა, საკუთარ მოქალაქეებთან კონფრონტაციაზე წასვლა საერთაშორისო თვითიზოლაციის პირობებშიც კი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით აუცილებლად მიიჩნევს უახლოეს პერიოდში პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილებას.

პირადად ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის აზრით, არჩევნების გზით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა არის სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც უკლებლივ ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა უნდა დაემორჩილოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^