„ლიბერალი“ აგრძელებს ყოველთვიურ ფოტოკონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსის წესების თანახმად, თითოეულ ავტორს შეუძლია, მხოლოდ ერთი ფოტო გამოაგზავნოს. ყველა გამოგზავნილი ფოტო აიტვირთება „ლიბერალის“ Facebook-გვერდზე. საკონკურსო ფოტოების მიღება დაიწყება 2 ივლისს და დასრულდება 30 ივლისს 24 საათზე.
„ლიბერალის“ Facebook-გვერდზე ატვირთული ფოტოებიდან მოწონებების რაოდენობის მიხედვით 3 რჩეული ფოტო გამოვლინდება. ასევე, 3 რჩეულ ფოტოს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია. ჟიურის თავმჯდომარეა „ლიბერალის“ ფოტორედაქტორი ლევან ხერხეულიძე. გამარჯვებული ფოტოები გამოქვეყნდება “ლიბერალის” ვებგვერდსა და ინსტაგრამზე, ხოლო 2020 წლის იანვარში წარმოდგენილი იქნება კონკურსის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე. ფოტო, შეიძლება იყოს გადაღებული, როგორც ფოტოკამერით, ასევე მობილურით. მიიღება როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი ფოტოები. ფაილის ზომები გრძელ მხარეს არ უნდა იყოს 3 000 პიქსელზე ნაკლები. ფოტოკონკურსის თემაა: "გავრილოვის ღამე"- ივნისის პროტესტი. (“ლიბერალი” იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს თემასთან შეუსაბამო ფოტოები).
ფოტოები უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected] გამოგზავნისას, Subject-ში მიუთითეთ ფოტოკონკურსის თემის სახელწოდება და ფოტოს ავტორის სახელი და გვარი.