Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პუტინის განცხადების ოფიციალური შეფასებები

10 ივლისი, 2019 14:40

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში ადანაშაულებს. მისივე თქმით ქართველებმა ოსეთში გენოციდი მოაწყვეს. პუტინი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ არ დაივიწყოს "ეს, თუ უნდათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა დაალაგოს". ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა, ჩანაწერი კი რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა. 

რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებაზე შეფასებები მთავრობის წევრებმა დღეს გააკეთეს:

პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, პუტინმა მოახდინა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია:

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ". 

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები, მოულოდნელი და გასაკვირი არ არის:

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენ მსგავსი განცხადებები არაერთხელ გვსმენია, ეს ახალი არ არის, ადრეც ყოფილა და, რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი". 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციური ლიდერებიც აფასებენ:

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ისტორიაზე სახიფათო თავდასხმის შესახებ:

„გუშინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის და სახელმწიფოებრიობის მიმართ ზიზღით აღსავსე სიცრუეს, საქართველოს გენოციდში და აგრესიაში დადანაშაულებას სათანადო რეაგირება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ მოყოლია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი  და სახიფათო განაცხადია. პუტინის მხრიდან ისტორიაში ასეთი წიაღსვლა კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მისთვის საქართველოს, როგორც თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს იდეაა მიუღებელი".

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ დუმილით უპასუხა როგორც პუტინის, ისე დუმის დეპუტატების შეურაცხმყოფელ განცხადებებს:

"მთავარი და არსებითი არის საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო დუმილი. ქალიან-კაციანად რომ დაეწყვნენ ერთად, პრემიერი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მადლობები უხადეს პუტინს, რომ სანქციები არ დაგვიწესა და ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენა, ქართველებზე ამდენი ტყუილები თქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს თავის გადარჩენას რუსეთის ხელისუფლებასთან ასეთი მაამებლობით“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^