დღევანდელი საინფორმაციო სამსახურის დასასრულს, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა საჯარო განცხადებით მიმართეს არხის ახალ ხელმძღვანელებს და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. კერძოდ, ამ გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველი - ეკა გიგაური;
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - სულხან სალაძე;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - გიორგი მშვენიერაძე;
სამართლიანი არჩევნები - მიხეილ ბენიძე;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილი;
მედიამკვლევარი - ნინო დანელია;
ჟურნალისტი - ზვიად ქორიძე;
მედიაექსპერტი - ლაშა ტუღუში;
დამატებით, ახალი ხელმძღვანელების მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში.
რუსთავი 2 - ის ჟურნალისტების აზრით, საბჭო იქნება არხის უცვლელი სარედაქციო და საკადრო პოლიტიკის განარტი.