მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისგან აღმკვეთი ღონისძიების სახით 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ეს ინფორმაცია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ საინფორმაციო სააგენტო bm.ge-ს მიაწოდა.
ამ ეტაპზე გირაოს შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ბრალდების მხარე. როგორც მთავარ პროკურატურაში გვითხრეს, მათი გადაწყვეტილება გვეცნობება 16:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯაფარიძე-ხაზარაძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობაზე პროცესია ჩანიშნული.