Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაცვის მხარე ოქრუაშვილის გასათავისუფლებლად გირაოს 50 ათას ლარამდე ზრდის

29 ივლისი, 2019 16:25

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით საჩივარი, ადვოკატმა, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა. ზემდგომმა ინსტანციამ მაქსიმუმ 72  საათში უნდა გადაწყვიტოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პროცესი უნდა ჩანიშნოს.

როგორც ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა „ლიბერალთან“ საუბარში განაცხადა, დაცვის მხარე, სასამართლოს, პატიმრობის ალტერნატივად 50 ათას ლარიან გირაოს და პირადი თავდებობის გამოყენებას სთავაზობს. (საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის გათავისუფლებას 10 ათას ლარიან გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა).

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს თავდებში მისი თანაპარტიელები: კონსტანტინე კემულარია, გუბაზ სანიკიძე და გურამ ჩალაბაშვილი უდგებიან.

როგორც ცნობილია საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ თავისუფლებაში დატოვების შემთხევაში, ირაკლი ოქრუაშვილი მიემალებოდა გამოძიებას, ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე და განმეორებით ჩაიდენდა დანაშაულს. ადვოკატმა იმ კონტრარგუმენტებზე ისაუბრა, რაც თავის საჩივარში აქვს ჩამოყალიბებული. მამუკა ჭაბაშვილი იხსენებს იმ ფაქტს, როდესაც ოქრუაშვილმა 28 ივნისს წერილობით გააფრთხილა პროკურატურა, რომ 2 ივლისს საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში და ნებაყოფლობით გამოცხადდა დაკითხვაზე. "დაუძახეს მივიდა. რა დასაბუთებულ ვარაუდზეა საუბარი?" 

ჭაბაშვილის განცხადებით მოწმეებზე ზემოქმედების რისკიც საღ აზრს მოკლებულია, ვინაიდან მოწმეები პოლიციელები არიან. მისი თქმით, ასევე უსაფუძვლოა ვარაუდი, რომ ოქრუაშვილი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. „რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს, ისევ აპირებენ გავრილოვის ჩამოყვანას და მიტინგების პროვოცირებას?“ - კითხვას სვამს ადვოკატი.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ციხიდან დასახსნელად აქტიურობს მისი პოლიტიკური პარტიის წევრები. როგორც კონსტანტინე კემულარია აცხადებს, ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი თანაგუნდელის გათავისუფლებას მიაღწიონ. მისი განცხადებით ოქრუაშვილს ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2-ის“ გამო სჯის.

ირაკლი ოქრუაშვილი სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავა. მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 27 ივლის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^