Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახალხო დამცველი მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

31 ივლისი, 2019 18:49

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის  საბჭოში მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამართულ პირველ ფარულ კენჭისყრაზე ხარვეზების გამოვლენას გარკვეული პირების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც აპარატი განმარტავს, რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ საბჭოს წევრები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეთანხმებული. 

„პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სწორედ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ფარული კენჭისყრის შედეგები ბიულეტენების მიხედვით და ეს მონაცემები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ გაუსაჯაროვებია. ამ მონაცემების მიხედვით, ყველასათვის გახდა შესაძლებელი თავად ენახა, თუ რა ტიპის დამთხვევები იყო ბიულეტენებს შორის და გამოეტანა ობიექტური დასკვნები. სახალხო დამცველმა ძირითადი მიგნებების სახით გამოყო 10 ბიულეტენს შორის ძალიან მაღალი ხარისხის დამთხვევა, რაც არ გამოვლენილა დანარჩენ 3 ბიულეტენს შორის. კერძოდ, 10 ბიულეტენს შორის გამოიკვეთა:
1.    4 ბიულეტენი, სადაც ზუსტად ერთი და იგივე 20 კანდიდატი იყო შემოხაზული;
2.    3 ბიულეტენი, სადაც ზუსტად ერთი და იგივე სხვა 20 კანდიდატი იყო შემოხაზული;
3.    2 ბიულეტენი, სადაც ზუსტად ერთი და იგივე 20 კანდიდატი იყო შემოხაზული;4
4.    1 ბიულეტენი, სადაც 15 კანდიდატი სრულად ემთხვეოდა ზემოთ ნახსენებ 4 ბიულეტენში შემოხაზულ კანდიდატებს, ხოლო 5 კანდიდატი სრულად ემთხვეოდა ზემოთ ნახსენებ 2 ბიულეტენში შემოხაზულ კანდიდატებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ 10-ივე ბიულეტენის ჯამში სულ შემოხაზული იყო 45 კანდიდატი და თითოეული მათგანი გადავიდა 50კანდიდატისაგან შემდგარ სიაში. 10 ბიულეტენიდან არც ერთში არ ყოფილა შემოხაზული ერთი კანდიდატიც კი, რომელიც ვერ გადავიდა შერჩევის მომდევნო ეტაპზე.
რაც შეეხება დარჩენილ 3 ბიულეტენს, სახალხო დამცველის 28 ივნისის განცხადებაში ცალსახად მითითებულია, რომ ამ ხარისხის დამთხვევა, რაც ზემოთ არის აღწერილი, მათში არ გამოვლენილა. სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მათში შემოხაზული 5 კანდიდატი, რომელსაც დარჩენილი 10 ბიულეტენიდან არც ერთი ხმა არ მიუღია, გადავიდა შემდეგ ეტაპზე.განვმარტავთ, რომ 3 ბიულეტენის ფარგლებში დამთხვევების ხარისხი ისეთივე მაღალი არ ყოფილა, კერძოდ:
1.    პირველ და მეორე ბიულეტენს შორის ემთხვევა 20-დან 6 კანდიდატი;
2.    პირველ და მესამე ბიულეტენს შორის ემთხვევა 20-დან 11 კანდიდატი;
3.    მეორე და მესამე ბიულეტენს შორის ემთხვევა 20-დან 10 კანდიდატი.

ჯამში სამივე ბიულეტენის ფარგლებში შემოხაზული იყო სულ 30 კანდიდატი, რომელთაგან 18 შემდეგ ეტაპზე გადავიდა, ხოლო 12 - ვერ გადავიდა. ამათგან, 3-ივე ბიულეტენის ფარგლებში სრულად დაემთხვა 6 კანდიდატი.

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ცხრილიდან ასევე შეიძლება იმ დამთხვევების ნახვა, რომელიც ფიქსირდება ამ სამიდან რომელიმე ბიულეტენსა და 10 ბიულეტენს შორის.
ზემოაღნიშნული მონაცემები ცხადად ადასტურებს, თუ რა განსხვავებაა დამთხვევების იმ ხარისხს შორის, რომელიც, ერთის მხრივ, 10 ბიულეტენის ფარგლებში, ხოლო, მეორეს მხრივ, 3 ბიულეტენის ფარგლებში გამოიკვეთა. ობიექტურ დამკვირვებელს ამ მონაცემებიდან დასკვნების გაკეთება არ გაუჭირდება. ამ დამთხვევების თანაბარხარისხოვნად წარმოჩენა და სახალხო დამცველის ძირითადი მიგნებების შერჩევით მიდგომად მოხსენიება შესაძლოა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული პრობლემების გამართლებისა თუ მათგან ყურადღების გადატანის წარუმატებელი მცდელობა.

სახალხო დამცველი დააკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას გააცნობს შედეგებს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^