Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლოს მიერ გამართლებული ფოტოგრაფები მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ

01 აგვისტო, 2019 12:01

ირაკლი გედენიძემ, ნათია გედენიძემ, ზურაბ ქურციკიძემ და გიორგი აბდალაძემ, 8 წლის წინანდელი უკანონო მსჯავრდების გამო განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართეს.

როგორც ადვოკატი ამირან გიგუაშვილი „ლიბერელთან“ საუბარში აცხადებს, პროკურატურის მხრიდან სწორი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც მათივე ინიციატივით, 2011 წლის 22 ივნისის სამარცხვინო განაჩენის გაუქმება მოითხოვეს. სააპელაციო სასამართლომაც სამართლიანად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და 2018 წლის 22 ნოემბერს ზურაბ ქუციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის და ნათია გედენიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

გიგუაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის სრულად აღსადგენად ეს შედეგი არ კმარა:

„სახელმწიფო ვალდებულია სრულად გაიზიაროს უკანონო მსჯავრდების მსხვერპლთა მიმართ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ასეთ შემთხვევაში მორალური და მატერიალური კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს. ამ ადამიანებს ეძახდნენ ჯაშუშებს, ქვეყნის მოღალატეებს, რუსეთის აგენტებს. თუმცა რეალურად ისინი დაისაჯნენ მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულეს პროფესიული ვალდებულება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას 26 მაისის სასტიკი დარბევის კადრები მიაწოდეს. იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეზე ადეკვატურ ნაბიჯები კვლავ გადაიდგმება ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაწყებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივა.“- აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გია აბდალაძე 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე საბოლოოდ 2016 წელს გახსნა. გამოძიების ვერსიით, ფოტოგრაფები გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება რეალურად 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა. 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და ზურაბ ქუციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათია გედენიძე წარდგერნილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და სასჯელაღსრულების  დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^