Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო

02 აგვისტო, 2019 15:37

უკვე ორი კვირაა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი მიმდინარეობს. ამ დროისთვის 30 კლინიკა შემოწმდა და 20 ამდე ოქმი დაიწერა. ამის შესახებ რეგულირების სააგენტოს უფროსმა, ზაალ კაპანაძემ განაცხადა. როგორც კაპანაძე ამბობს მონიტორინგის მიზანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევაა.

„გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით, უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით. რეგისტრირებულია 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება. ხდება მათი დიფერენციაცია, 300-ზე მეტი სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა, რომელიც ვალდებულია აკმაყოფილებდეს სანებართვო-სალიცენზიო პირობებს. თუ რა ვადებში შემოწმდება, კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ მომენტში არ შემიძლია,’’- განაცხადა კაპანაძემ. 

რეგულირების სააგენტოს უფროსის თქმით, დარღვევები დაფიქსირდა, როგორც რეგიონში ასევე დედაქალაქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში. სამ შემთხვევაში დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც. თუმცა, ზაალ კაპანაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ კლინიკებში დაფიქსირდა დარღვევები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ეტაპობრივად და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება. უწყება აქტიურ ჩართვას გეგმავს ხარისხის მართვის პროცესშიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^