Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერთი დოლარის ღირებულება 2.8870 ლარი გახდა

02 აგვისტო, 2019 18:09

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 აგვისტოს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8870 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსით, ერთი დოლარი 2.9296 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0426 ლარი შეადგინა.

რას შეეხება ევროს, დღეს მოქმედი კურსი 3.2037 ლარს შეადგენს, ხოლო ცვლილება 0.0294 ლარია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 3 აგვისტოს შევა.

ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული და საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. „ლარის კურსი მყარდება, ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი. რყევები მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას, პარლამენტის შტურმს, შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში. ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ცუდი გავლენა იქონიონ და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები არ არის განგრძობადი და ჩვენი ეკონომიკა იძლევა შესაძლებლობა, ყველამ ვივარაუდოთ, რომ ლარი საკმაოდ ჯანსაღი და მყარი ვალუტაა“, - განაცხადა თურნავამ.

ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა. მისი თქმით: „მთავრობის ამოცანაა, იყოს ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორე მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე შემცირდეს, ბევრი არგუმენტი მომისმენია, რომ ამ ორივე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება. ამის ძალიან კარგი მაგალითია, რაც მოხდა ბოლო დღეებში“.

შეგახსენებთ, რომ  2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^