Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა არ არის

09 აგვისტო, 2019 14:10

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ექსპერტიზის დასკვნა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებმა დღეს, 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინეს. 

„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარ გვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო ვ და ასო შ, თურმე თავის დახრილობით და რაღაც ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული.“ - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოტე კემულარიამ.

კემულარიას შეფასებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა რეგიონში და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ამ ინსტიტუტის დასამარებაა.

„ძალიან მტკივნეულია ეს, ეს არის ამ ინსტიტუტის დასამარება, რომელსაც ერთად ვქმნიდით წლების განმავლობაში...ამასაც ანგრევენ, ახლა სასამართლოს აყენებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ მისთვის ეს დასკვნა სავალდებულო არ არის, სამი დასკვნა უდევთ იქ, მათ შორის, პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტის, რომელმაც ვ-ც ნახა და შ-ც და ყველა ის განსხვავება ნახა". 

კოტე კემულარიას თქმით, ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი არის დაპატიმრებული - „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო“.

„რუსთავი 2-ის“ 100 პროცენტიან წილზე პრეტენზიას ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^