მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და ის ძლიერ დაზიანებული იყო. დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის აღნიშნული მილსადენი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. „თბილისი ენერჯი“ აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისას 1300 მეტრის გაზსადენი სრულად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებ