Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია „ჰექსას“ ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე განცხადებას ავრცელებს

12 აგვისტო, 2019 11:34

კომპანია „ჰექსას“ ყოფილი დამფუძნებელი ლაშა ქორიძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის შესახებ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 „ვფიქრობდი, საერთოდ მეპასუხა თუ არა გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის ეთერით გასულ ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, პატივისა და ღირსების შემლახველ სიუჟეტზე, რომელიც პირველი სიტყვიდან ბოლო წერტილამდე აბსოლუტურ ტყუილსა და მონაჭორზეა აგებული. სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი, რა უნდა მეპასუხა სრულ ზღაპარზე, რომელიც ფიქციური დღგ-ს ანგარიშფაქტურების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ეხებოდა. ერთადერთი რეალობა ამ მართლაცდა საშინელსიუჟეტიან ზღაპარში ის გახლდათ, რომ ნამდვილად ვიყავი კომპანია „ჰექსას“ წილის მფლობელი, 2015 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 4 თებერვლამდე, რომლის თანადამფუძნებელი იყო და დღესაც არის ოთარ ფარცხალაძის ვაჟი ანდრია ფარცხალაძე. ამ დროისთვის ამ კომპანიასთან არავითარი შეხება არ მაქვს, მაგრამ რომელ უკანონო საქმიანობასა და ბიუჯეტის თანხების მითვისებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა  შემოსავლების სამსახურში არსებული საჯარო დოკუმენტაციის მიხედვით  შპს „ჰექსას“ 2016 წლიდან დღემდე ბიუჯეტში, გადასახადების სახით, 24,5 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი და არავითარი კითხვა ამ კომპანიის მიმართ არ გაჩენილა.

საერთოდ, გაუგებარია, როგორ დააკავშირეს ამ თემას ჩემი ბიზნესპარტნიორი ივანე ბაქრაძე, რომელსაც კომპანია „ჰექსასთან“ არასოდეს არ ჰქონია კავშირი.

30 წელია, ბიზნესში ვარ და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ. სიუჟეტში ჩემს პარტნიორებად მოხსენიებულ პირებთან: ბიძინა ივანიშვილთან, მამუკა ბახტაძესთან, ოთარ ფარცხალაძესთან და უჩა მამაცაშვილთან, არანაირი საქმიანი და ნათესაური კავშირი არ მაქვს. მეტიც, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს ერთხელაც არ შევხვედრივარ. ამ სიუჟეტიდან კი გავიგე, რომ თურმე მათთან ერთად კორუფციულ გარიგებებში ვმონაწილეობ და ბიუჯეტის ფულს ვიპარავ. ეს ყველაფერი მართლაც სასაცილო იქნებოდა, რომ არა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ხალხის ნაწილს ამ მიზანმიმართული დეზინფორმაციის სჯერა.

არც მე და არც კომპანია „ჰექსას“ დასამალი არაფერი გვაქვს. მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ და დოკუმენტებით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართლებრივ გზას და ამ ცილისმწამებლურ, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ კამპანიას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, - ნათქვამია ბიზნესმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^