ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2-ის“ პოტენციური მყიდველებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ამზადებენ. ისინი ტელეკომპანიის აქციების პოტენციურ შემძენს აფრთხილებენ, რომ კეთილსინდისიერ მყიდველებად ვერ ჩაითვლებიან და მოუწოდებენ, ეს სამართლებრივი რისკი გაითვალისწინონ.
როგორც „ლიბერალს“ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, დვალი და აქიმიძე ტელეკომპანიის კანონიერ მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებენ. სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებობს მუხლი, რომ თუ მსგავსი შემაფერხებელი გარემოების შესახებ შემსყიდველი მხარისთვის წინასწარ არის ცნობილი და ის ქონებას მაინც შეიძენს, ეს გარიგება არალეგიტიმურად ჩაითვლება.
დღეს, „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელეკომპანიის 100%-ის მფლობელმა ქიბარ ხალავაშმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა .
ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ს ყიდის
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა და ყოფილმა მფლობელებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ წილების იძულებით დათმობის შესახებ პროკურატურას 2012 წელს მიმართეს. გამოძიების პროცესი დღემდე გრძელდება.