უშგულში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სვანური კოშკებისა და საცხოვრებელი მაჩუბების რესტავრაციას ითხოვენ.
„სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის უკან მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ. უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაშია კოშკებისა და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ. თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რის გამოც ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში... თვალწინ გვენგრება ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია. მე ვტირი და მტკივა თითეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი., რომლებიც ჩემი ბავშობის და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია...", - წერს სოციალურ ქსელში აქციის ერთ ერთი მონაწილე მარიამ ხაჭვანი.