Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ მიიღო ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გაყიდვის გადაწყვეტილება - პაატა სალიას განმარტებები

12 აგვისტო, 2019 18:12

„რუსთავი 2-ში“ ისეთი მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, სამართლებრივად იგი გაკოტრების რეჟიმში უნდა გადავიდეს, მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ და ვიმედოვნებთ, რომ იგი არასოდეს გაკოტრდება", - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალია ამ არასასურველი პერსპექტივის ერთადერთ ალტერნატივად მფლობელის მიერ არხის გაყიდვას ასახელებს.

პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშმა კომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება, უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო, რაც ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად დადგა.

მისი შეფასებით, წლიდან წლამდე კომპანიის შემოსავლები მცირდებოდა, ხარჯები კი უკუპროპორციულად იზრდებოდა. ამ ათეული მილიონობით ზარალის პირობებში კი კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით ლარის პრემიას იღებდა.

„პირველივე დღიდან არ წყდება კრედიტორთა სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, რომლებიც დავალიანების გადახდას ითხოვენ და სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან".

სალიას განცხადებით შეისწავლა გარკვეული ხელშეკრულებები, რომლიც აშკარა ეჭვებს აჩენს, რომ კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. იგი მაგალითად ასახელებს  ერთ-ერთი იურიდიული პირთან დადებულ გარიგებას, რომელსაც გარკვეული კვლევების სანაცვლოდ დაახლოებით 600 ათასი ლარი გადაუხადეს, თუმცა მას ვერავინ აუხსნა, რა ტიპის მომსახურება გაწია ამ კომპანიამ და სად არის ეს კვლევები“

„ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების გამო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგო, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ,“-განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალიამ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით „კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა, სხვა კომპანიას გადაეცა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, მინიმალურ ფასად მოხდა უნიკალური საარქივო მასალის გაქვითვა. დღეს ამ მასალაზე უფლება აქვს სხვა კომპანიას, საუბარია „ინტერმედიაზე“, რომლის მეწილეც მოიაზრება ახალი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად. (არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ დაანონსებული ახალი ტელევიზიის დირექტორად, ფორმულა "კრეატივის" დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე მოიაზრება).

პაატა სალიამ ბრიფინგზე ტელეკომპანიის ზოგადი ფინანსური ანალიზიც წარმოადგინა, რომლის მიხედვით, აქტივებს და პასივებს თანაფარდობა მინუს 30 მილიონ ლარს შეადგენს. მან სწორედ ეს გარემოება დაასახელა ქიბარ ხალვაშის მხრიდან არხის გასხვისების სურვილის მოტივად. თუმცა შეკითხვაზე, ვინ და რატომ უნდა დაინტერესდეს გაბანკროტებული კომპანიის შეძენით, პასუხი არ აღმოაჩნდა.

როგორც არხის დირექტორი აცხადებს, მისთვის უცნობია, რამდენად აქვს ბიძინა ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2"-ის შეძენასთან დაკავშირებით. ერთადერთი ადამიანი ვისაც ქიბარ ხალვაში კომპანიას არ მიჰყიდის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ინფორმაცია გაავრცელა „რუსთავი 2" - ის გაყიდვასთან დაკავშირებით და ტელევიზიაში, საგანგებო ბრიფინგი გამართა ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ,  ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ს ინტერვიუ მისცა. 

გვარამია ქიბარ ხალვაშსა და პაატა სალიას ჰპირდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ისინი საქართველოში ვერ იცხოვრებენ.

„პაატა სალია პირობას გაძლევ, ვერაფერს გააკეთებ, როგორც კი „ქოცები“ წავლენ, ქუჩაში ვერ გამოხვალ, მიწა დაიწვება შენ ფეხქვეშ. შენ არარაობავ, რა დახურე წარმოდგენილი გაქვს? რას ყიდი კორპუსებად წარმოდგენილი გაქვს? როგორც კი „ქოცები“ გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, პირდაპირ ციხეში აღმოჩნდება. სალიამ კი 25 დღეში დახურა და ასე ჩაიწერება ეს ისტორიაში. ამ ხალხმა დაასრულა ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ტელევიზიის არსებობა. ამ ნაძირლებმა დახურეს ამ ისტორიის ფურცელი...არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენჯერმე და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს. ამ ისტორიული კატასტროფის მოწყობისთვის ციხეში აღმოჩნდება ქიბარ ხალვაში“, - განაცხადა ნიკა გავრამიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^