საქართველოს მთავრობა ტელეკომპანიების „რუსთავი 2-ის“, „იმედის“ და „მაესტროს“ მიმართ, რომელთაც ლოიალური საგადასახადო რეჟიმის პირობებში საკმაოდ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ, მიდგომას ამკაცრებს და ანგარიშსწორების პირობებზე მოლაპარაკებას სთავაზობს.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, გაცნობიერებული აქვს თემის სენსიტიურობა და მისგან პოლიტიკური სპეკულაციების გამოწვევის რისკებიც, თუმცა მიაჩნია, რომ დადგა დრო, როდესაც ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.
მინისტრის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ერთ საგადასახადო სივრცეში მომუშავე ტელევიზიები განსხვავებული საგადასახადო პრივილეგიებით სარგებლობდნენ;. მაშინ როდესაც შედარებით მცირებიუჯეტიანი არხები სახელმწიფოს მიმართ ვალებს პატიოსნად ისტუმრებენ, „რუსთავი 2-ს“ - 28 მილიონამდე, „იმედს“ - 19 მილიონის ფარგლებში, „მაესტროს“ კი 9 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვთ დაგროვილი. „ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალებს, მერე ხდებოდა ჩამოწერა.. ჩამოწერა. დადგა დრო, რომ ეს გამრუდებული პრაქტიკა გამოვასწოროთ“, - აცხადებს მაჭავარიანი და ტელევიზიების მენეჯმენტს მოლაპარაკების პირობებს სთავაზობს. მისი თქმით, ზემოხსენებულმა ზემოხსენებული ტელევიზიების ხელმძღვანელებმა, პირველი, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეასრულონ: ვალების დაგროვების რეჟიმში ყოფნა შეწყვიტონ.. შეწყვიტონ. ამის პირველი სიმპტომი უნდა გახდეს - გასული თვის (მიმდინარე) დავალიანების გასტუმრება. ამის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში მინისტრი ელოდება კონკრეტულ წინადადებებს, რა გრაფიკით წარმოუდგენიათ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ვალების გადახდა.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ დავალიანების ერთბაშად მოთხოვნა შეუძლებელი იქნება. უნდა მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რაც ტელევიზიის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი საკითხს არ დააყენებს. „"ეს არავის ინტერესში არ არის“, - ამბობს მინისტრი. ამიტომ ა". ამიტომ იგი პირობას იძლევა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად გაითვალისწინებენ გაითვალისწინებს კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას და შემოთავაზებულ პირობებს. იგი ელის ვალების რესტრუქტურიზაციის გეგმას, ან საგადასახადო შეთანხმების პროექტს, რომლის მიხედვით, თეორიულად შესაძლებელია მოლაპარაკება - ძირი თანხის დაფარვის ხარჯზე საურავების ჩამოწერაზე. „სხვადასხვა მოდელები მოდელი არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით“, - აცხადებს მინისტრი.
ფინანსთა მინისტრის წინადადებას უკვე გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი პაატა სალია. მისი განცხადებით, ტელეკომპანია ვალების სწაფად გასტუმრების შესაძლებლობა არ გააჩნია. „ „ ცხადია, რომ ვალების სწრაფად გასტუმრება ვერ მოხდება და კომპანიებს მძიმე ტვირთად დააწვება. ეს ყველას ესმის. ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და ყველაზე ეფექტური გზა გამოვნახოთ, რაც კომპანიას ხელს შეუწყობს, რომ მან ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხება“, - განაცხადა პაატა სალიამ.