Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს 8 მოქალაქე ცხინვალის სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

21 აგვისტო, 2019 11:42

საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმმა ისინი გუშინ, 20 გვისტოს გადასცა ქართულ მხარეს.

„რვავე დაკავებული თავისუფალია და ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის მოგახსენებთ, რომ ცხინვალის სასამართლოში სავარაუდოდ მათი ახლობლების მიერ გადახდილი იქნა შესაბამისი ჯარიმები“, - ამის შესახებ, ერგნეთთან, ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.

გათავისუფლებული პირები შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის გადაყვანილი იქნენ შიდა ქართლის პოლიციაში. 

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე, სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესამსახური ავრცელებს. 

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო“.

პრემიერთან ერთად სოფელში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^