Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ და რატომ „დატროლა" მედია ?

22 აგვისტო, 2019 16:31

19 აგვისტოს, მედიასაშუალებებს „საქართგელოს მთავრობის“ სახელით, ელექტრონული ფოსტით - [email protected]. - გარემოს ე.წ. რეფორმის კონცეფცია დაეგზავნათ. 

ხუთ გვერდიან დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ უქმდება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. ასევე გაუქმდება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რამოდენიმე სსიპ-ი. „საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალება ნადირობა, სამრეწველო თევზჭერა, მერქნის მოპოვება, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. დაცულ ტერიტორიებად გამოცხადდება ყველა ტერიტორია, გარდა სასოფლო სამეურნეო მიწებისა. დაცულ ტერიტორიებს დაიცავს თავდაცვის სამინისტრო. გარემოზე ზრუნვა, შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, სასოფლო სამეურნეო მიწების გარემოსთვის უსაფრთო გამოყენებაზე ზრუნვა დაეკისრება, პირდაპირი წესით არჩეულ გარემოს დამცველს".

გავრცელებული ნიუსი რომ ყალბია, რამდენიმე ფაქტით დასტურდება. დოკუმენტი გამოგზავნილია მისამართიდან [email protected], „საქართველო“ მოხსენიებულია, როგორც „საქართგელო“. „საქართველოს მთავრობა“ კი „საქართგელოს მთავრობა“. დოკუმენტზე ასევე დატანილია საქართველოს სახეცვლილი გერბი. 

ე.წ. ფეიკ ნიუსი მალევე გაავრცელა რამდენიმე მედიასაშუალებამ. 

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პრემიერის პრესსამსახურმა განცხადებაც კი გაავრცელა და ინფორმაციას „ყალბი“ უწოდა.

„გუშინ, მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ. როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა".

„პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია [email protected]. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.” - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

აღნიშნული ფეიკ ნიუსის ავტორი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის" თანადამფუძნებელი შალვა ჩუბინიძეა.

ჩუბინიძის თქმით, ნიუსის გავრცელების მთავრი მიზანი იყო, გაეგო, თუ რა გამოხმაურება, შეფასება და დისკუსია მოჰყვებოდა გარემოს დაცვის კონცეფციას და რომელი მედიასაშუალება დაინტერესდებოდა გარემოს დაცვის თემით. 

„„საქართგელო” არის კონცეფცია, რომელიც ორ ნაწილს იყოფა და მოიცავს: საქართგელოს მთავრობა და საქართგელოს მოსახლეობა. ერთი აღწერს ქვეყნის მართვის ახალ მოდელს და მიდგომებს, მეორე კი - მოსახლეობის სურვილებს და შეფასებებს.

ამ განმარტების გარეშე გავუგზავნე მედიასაშუალებებს საქართგელოს მთავრობის კონცეფციის პირველი ნაწილი - გარემოს დაცვის რეფორმის კონცეფცია.

საინტერესო იყო, რა გამოხმაურება, შეფასება და დისკუსია მოჰყვებოდა გარემოს დაცვის კონცეფციას. რომელი მედიასაშუალება მეტად დაინტერესდებოდა გარემოს დაცვის თემით. თუმცა, ერთადერთი, რაც ჩემს წერილს მოჰყვა, იყო გარჩევა იმის შესახებ, ფეიკია თუ არა ეს ინფორმაცია. წერილის ფორმის თვალშისაცემი კარიკატურული შესახედაობის გარდა, სიტუაციაში გარკვევის და გადამოწმების შესაძლებლობა წერილშივე მივუთითე მედიასაშუალებებს, თუმცა როგორც ჩანს, ტროლებისგან გაწამებულების მხოლოდ გაღიზიანება გამოვიწვიე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი ჩემს ძველ კოლეგებს და იმედს ვიტოვებ, შინაარსით დაინტერესდებიან და შემდგომ კონცეფციებს უკვე სხვანაირად გააშუქებენ." - ამბობს ჩუბინიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^