შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი.
22 აგვისტოს, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის 250-მდე მეხანძრე-მაშველი.