Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 700 - 700 ათას ლარიანი გირაო გადაიხადეს

26 აგვისტო, 2019 13:21

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გირაოდ შეფარდებული 700 000 -700 000 ლარი პროკურატურის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ დაუდასტურა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძესთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულს 700 000-ლარიანი გირაო და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვრის კვეთის აკრძალვა შეეფარდა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მოგვიანებით კი ზემოხსენებულ დანაშაულში დახმარების გამო ბრალდებულად სცნეს "ტვ პირველის" დამფუძნებლის მამა ავთანდილ წერეთელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^