Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფხაზეთში გერმანელი დეპუტატების დამკვირვებლად ჩაყვანა რუსულმა მხარემ დააფინანსა - ვლადიმერ კონსტანტინიდი

26 აგვისტო, 2019 14:35

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გერმანიიდან ორი დეპუტატის დამკვირვებლად ყოფნის თაობაზე, საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დეპუტატები რუსული გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რასაც ისიც მოწმობს, რომ მათი ვიზიტის დაფინანსება განხორციელდა რუსული მხარის მიერ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო პრევენციულ რეჟიმში მუშაობდა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებზეც გაიჟღერა გარკვეულმა ინფორმაციამ, მათ შორის აგხაზურ პრესაში. გაცილებით მაღალი შეიძლება ყოფილიყო ციფრი ე.წ. დამკვირვებლებისა, რომ არა ჩვენი პრევენციული ღონისძიებები.

რაც შეეხება ორ დეპუტატს გერმანიიდან, მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომელსაც ისინი წარმოადენენ. ეს იყო მათი პირადი ვიზიტი, გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები არიან ულტრამემარჯვენე პარტიიდან, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რასაც ისიც მოწმობს, რომ მათი ვიზიტის დაფინანსება აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა რუსული მხარის მიერ მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაფრთხილებული იყვნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლით დაარღვევდნენ როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ქართულ კანონმდებლობას",- განაცხადა კონსტანტინიდმა.

კონსტანტინიდის განცხადებით, საგარეო უწყებას შესაძლო შედეგებზე კომუნიკაცია ექნება გერმანულ მხარესთან და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება შესაბამისი დასაბუთებული რეაგირება ქართული მხარის მიერ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^