Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა

26 აგვისტო, 2019 20:10

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი სამუშია, პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორც „ლიბერალს“ გენერალურ პროკურატურიდან აცნობეს, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი სამუშიას პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობიდან 3 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

„აქვე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, დაზარალებული ელბერტ კობერიძე (რომლის წამების საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი სასამართლოში გამოცხადება და გადაადგილება ვერ ხორციელდება გარკვეული შეზღუდვების გამო, თუმცა ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა“ - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ბრალდების მხარე გიორგი სამუშიას არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას ედავება. გამოძიების ცნობით, შეთხზული დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დავალებით გიორგი სამუშიამ და სხვა პირებმა ელბერდ კობერიძე ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სასტიკად აწამეს. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, მეგის ქარდავა, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სამუშია გირაოს პირობებში ერთხელ უკვე მიემალა გამოძიებას: მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2015 წლის  დეკემბერს და თავდაპირველად პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 9 თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვამდე  სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიება უფრო მსუბუქი სახით - გირაოთი  შეუცვალა. სასამართლოს მიერ პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევის მიუხედავად, გიორგი სამუშიამ საქართველოდან გასვლა მოახერხა, რის გამოც მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

გიორგი სამუშაია უკრაინელმა  სამართალდამცველებმა  ქალაქ ზაპოროჟიეს საერთაშორისო აეროპორტში 31 მაისს დააკავეს, რის შემდეგაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინას ძებნილის სამშობლოში ექსტრადიციისთვის მიმართა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^