Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი იმნაიშვილი - მაქვს ამბიცია „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია

26 აგვისტო, 2019 20:27

„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამშრომლებსა და საზოგადოებას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ირაკლი იმნაიშვილი წარუდგინა.

„თანამშრომლებს, რომელთა რიცხვი დაახლოებით 800 ადამიანია, დღეს წარვუდგინე ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი კრიტიკულობით და შეუპოვრობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წნეხის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა. ეს პიროვნება, პროფესიონალი არის ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია BBC-ში".

პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან საკუთარი სურვილით წასულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღეს, ტელეკომპანიის კარი კვლავ ღიაა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახალი საინფორმაციო სამსახურის პირობებში, არაერთი კრიზისის გამძლე რუსთავი 2 დღევანდელ გამოწვევებსაც გაუძლებს, ამ ვითარებიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა და შეინარჩუნებს „ნომერ პირველი არხის“ წოდებას.

ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიას ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიების მოპოვებაა და არხის მფლობელებთან მოლაპარაკება სწორედ ამ მიმართულებით გრძელდება. მისი თქმით, "რუსთავი 2" იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, რომელიც  ხალხსაც და მფლობელებსაც მალევე წაართვეს, ხოლო თუ მფლობელთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, გააჩნია ამბიცია, რომ იგი უკვე გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია გახდეს და უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებმა გამარჯვება უნდა მოიპოვონ ცენზურაზე, იმისდა მიუხედავად, საიდან მოდის იგი -  მმართველი გუნდიდან თუ ოპოზიციიდან.

"14 წლის წინ მომიწია საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ოჯახთან ერთად. ჩემთვის გასაგებია, რამდენად მძიმეა ჟურნალისტისთვის წავიდეს იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც მისთვის არ არის მხოლოდ სამსახური და ეს არის ოჯახი. ეს არის ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში და დღესაც, ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაზე და ამ 14 წლის მანძილზე, ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა როგორც საოპერაციო და ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე, უპრეცედენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არის, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება, იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება.

„ეს იქნება კონტრაქტი არხის მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს საშუალებას, დაიცვან თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა. ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმის აღქმა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება ერთჯერადი პროცესი, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა - ეს არის ყოველდღიური პროცესი" - განაცხადა იმნაიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^