Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ დატოვა ირაკლი იმნაიშვილმა 14 წლის წინ საქართველო?

27 აგვისტო, 2019 18:15

გუშინ, 26 აგვისტოს, „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამშრომლებსა და საზოგადოებას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად, ირაკლი იმნაიშვილი წარუდგინა.

„14 წლის წინ მომიწია საქართველოს დატოვება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ოჯახთან ერთად", - ამის შესახებ იმნაიშვილმა „რუსთავი 2"-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2004 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „მზეზე”, როგორც პოლიტიკური თოქშოუს „არჩევანის ზღვარზე“ ავტორი და წამყვანი. 2005 წელს მისი გადაცემა „არჩევანის ზღვარზე“ არხის ხელმძღვანელობამ დახურა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული პირდაპირი ეთერის შემდეგ, იმნაიშვილი ტელეკომპანიას ტოვებს. 

2018 წელს იმნაიშვილი სოციალურ ქსელში იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც გადაცემა „არჩევანის ზღვარი” დაიხურა და მას საქართველოდან წასვლა მოუწია. 

დღე, რომლმაც ჩემი ცხოვრებაც შეცვალა.
13 წლის წინ, ამ დღეს გადაცემა “არჩევანის ზღვარზე”, ჩვენ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით კითხვები დავსვით. ეს კითხვები დღესაც აქტუალურია.

ოფიციალური ვერსიით: პრემიერი მოიწამლა გაზის გამათბობლიდან გაჟონილი გამონაბოლქვით.
სინამდვილეში, იმ ღამეს, თბილისის იმ უბანს სადაც პრემიერი გაზისგან „იგუდებოდა”, ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. (წყარო: თბილგაზის ხელმძღვანელი 2005 წელს David Morchiladze )

2005 წლის 3 თებერვალი დაიწყო ძალიან უჩვეულო საუბრით. ტელეკომპანია „მზის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ინგა დადიანმა, დილით განაცხადა, რომ (1) ეს იყო უბედური შემთხვევა და (2) პრეზიდენტის კანცელარია არ თვლის საჭიროდ ეს ვერსია ვინმემ ეჭვის ქვეშ დააყენოს.

ჩემი შეკითხვა: როდიდან უნდა გავითვალისწინოთ სახ. კანცელარიის სურვილი - იგნორირებული იყო.

„რუსთავი 2"-მა პირნათლად შეასრულა კანცელარიის დირექტივა და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ შეკითხვას უსვამდნენ ყველა სტუმარს : - როგორ გაიცანით ბატონი ზურაბი?
„იმედმა": ეთერიდან მოხსნა ყველა პოლიტიკური პროექტი.
ყველა არხზე ტრიალებდა ივანე მერაბიშვილის (შსს მინისტრი) დილის 6 საათზე გაკეთებული კომენტარი - ეს იყო უბედური შემთხვევა.

ექსპერტიზის პირველი რეზულტატები მხოლოდ ცხრა საათის შემდეგ -15 საათზე გახდა ცნობილი.
მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი - პირველადი საექსპერტო მონაცემებით, ჟვანიას სისხლში CO-ს შემცველობა არ იყო სიკვდილისათვის საკმარისი.
მონაცემების შესაბამისად - პრემიერი უნდა ყოფილიყო რეანიმაციაში და არა მორგში. მონაცემები მალევე შეცვალეს.

გადაცემაში „არჩევანის ზღვარზე” ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო რა მოხდა სინამდვილეში.
სააკაშვილის მაშინდელმა მრჩეველმა, დანიელ კუნინმა, გადაცემის ეთერში ყოფნის დროს დაურეკა გიგა ბოკერიას და რამდენჯერმე გაუმეორა:
- We have to stop it! We have to kill this spin. (ეს უნდა შევაჩეროთ, ეს "სპინი" უნდა მოვკლათ - რედაქცია)

ამის მერე დაიწყო ჩვენს გუნდზე მიზანმიმართული ზეწოლა.
არხზე მალევე გამოჩნდა სააკაშვილის გუნდის წევრი, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, რომელმაც არხზე რეორგანიზაცია დაიწყო.
გადაცემა დახურეს. „არჩევანის ზღვარი” ჩაანაცვლა გადაცემა „ტაბუმ”, არაპოლიტიკურმა ტელე-ტაბლოიდმა.

მალევე მომიწია ოჯახთან ერთად საქართველოდან წასვლა.

13 წლის წინ, ამ დღეს, მე და ჩემი შესანიშნავი გუნდი ვიდექით ურთულესი არჩევანის ზღვარზე და ძალიან მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.

უდიდესი მადლობა: Michael Basiladze Nino Zhizhilashvili Maco Tsilosani. ჟურნალისტებს სტუდიაში: Goderdzi Sharashia Jabraili Sasaxlidan Vako Avaliani Eka Shanidze Giorgi Tskhvitava ჩვენი დამდგმელი რეჟისორი Kakha Bukhrashvili და მთელი საეთერო ჯგუფი. (მომიტევეთ თუ ვინმე გამომრჩა).

P. S იმ მასალებზე დაყრდნობით რაც უკვე ცნობილია, (ბინას არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი, ბინაში ფანჯარა არ იკეტებოდა, რის გამოც CO-ს საკმარისი კონცენტრაცია ვერ დაგროვდებოდა [FBI- ის დასკვნიდან]. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება შეუძლებელია ყოფილიყო უბედური შემთხვევა", - წერს იმნაიშვილი სოციალურ ქსელში."

ირაკლი იმნაიშვილი, ლონდონში საცხოვრებლად 2006 წელს გადავიდა და 14 წელია, მეუღლესთან, ნათია აბრამიასთან ერთად BBC-ში მუშაობს

იმნაიშვილს 2006 წელს C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ ის და მისი მეუღლე ამ პრობლემით დაინტერესდნენ და საქართველოში დააარსეს ორგანიზაცია, რომელიც ჰეპატიტის პრობლემებზე მუშაობს. ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი აწარმოებდნენ ბლოგს C ჰეპატიტამდე და მას შემდეგ, ბლოგში ისინი აღწერდნენ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ვირუსმა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^